ზოდიაქოს ნიშნები
თევზები (18 თებერვალი-20მარტი)
ნიშნის ზოგადი დახასიათება

თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. აქედან გამომდინარე, ნუ გაგაკვირვებთ ის ფაქტი, თუ ამ ადამიანების ხასიათში წინამორბედი თერთმეტი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ამა თუ იმ თვისებას აღმოაჩენთ. პლანეტა ნეპტუნის გავლენაში მოქცეული ეს ადამიანები, გარდასახვის საოცარი უნარით და უძლიერესი ინტუიციით დააჯილდოვა ბუნებამ. თუმცა სწორედ ნეპტუნის ბუნდოვანი ენერგეტიკა განაპირობებს იმას, რომ მათ უმრავლესობას ხშირად გამოგონილ სამყაროში ურჩევნია ცხოვრება, ვიდრე რეალურ ყოველდღიურობაში.  
იხილეთ მეტი
მერწყული (19 იანვარი-18 თებერვალი)

ნიშნის ზოგადი დახასიათება


ადამიანები, რომლებიც მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას, ხასიათის მრავალმხრივობით გამოირჩევიან. მერწყულს ერთბაშად ორი პლანეტა მართავს, ბისექსუალური ენერგეტიკით დამუხტული  ურანი და გამოკვეთილი მამაკაცური თვისებების მქონე სატურნი. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ერთის მხრივ ნოვატორები, რეფორმატორები და დრომოჭმული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლები არიან, მეორეს მხრივ კი
იხილეთ მეტი
თხის რქა (22 დეკემბერი-19 იანვარი)

ნიშნის ზოგადი დახასიათება


თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით როგორც წესი, ყველაზე პრინციპული, გასაოცარი ამტანობით გამორჩეული და უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. პლანეტა სატურნი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველად ითვლება, თავის შვილებს დისცილინირებულობას, მოვალეობის გამძაფრებულ შეგრძნებას და წესრიგის სიყვარულს ანიჭებს. ორივე სქესის თხის რქები, განსაკუთრებული მოთმინების უნარით და კარიერისტობით გამოირჩევიან.
იხილეთ მეტი
მორიელი (24 ოქტომბერი -22 ნოემბერი)

ნიშნის ზოგადი დახასიათება

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს თანდაყოლილი სიმამაცე, პრინციპულობა, ამტანობა და გარშემომყოფებით გასაოცარი მანიპულაციის უნარი გააჩნიათ. ნებისმიერი ადამიანის დაბადებას, რომელიც 24 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის შუალედში ევლინება ქვეყანას, როგორც წესი, ოჯახსა და სანათესაოში ვინმეს გარდაცვალება უსწრებს წინ. ასტროლოგების აზრით მორიელში, არაერთი, არამედ ერთბაშად ორი ადამიანის სასიცოცხლო ენერგიაა თავმოყრილი,
იხილეთ მეტი
სასწორი (24 სექტემბერი- 23 ოქტომბერი)

ნიშნის ზოგადი დახასიათება

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რაც მათ ხასიათში თანდაყოლილ დიპლომატიის უანრს, ჰარმონიის და სილამაზის სიყვარულს განაპირობებს. სასწორების უმრავლესობა, როგორც გარეგნობით ისე ხასიათით, სასიამოვნო და კომუნიკაბელური ხალხია. ორივე სქესის სასწორებს, ძალიან უყვართ კამათი, შესაბამისად მათთვის უცხო არ არის სხვადასხვა სახის დისკუსიებსა და პოლემიკებში მონაწილეობის მიღების სიყვარული, თუმცა ასეთ შემთხვევაში, როგრც წესი სასწორი არა საკუთარ, არამედ საზოგადოებაში გავრცელებულ ამა თუ იმ მოსაზრებას იცავს.
იხილეთ მეტი
ქალწული (24 აგვისტო -23 სექტემბერი)

ნიშნის ზოგადი დახასიათება


პლანეტა მერკურის გავლენის ქვეშ დაბადებული ქალწულები, მოწესრიგებულობით, უზადო პასუხისმგებლობის გრძნობით და წვრილმანების მიმართ გასაოცარი ყურადღებიანობით გამოირჩევიან. ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებს შორის, ქალწულის ცნობა მისი უნაკლო ჩაცმულობით, დავარცხნილ-გაწკრიალებული გარეგნობით და ზრდილობიანი მანერებით შეიძლება. ქალწულებს შორის როგორც წესი, ტანმორჩილი ხალხი სჭარბობს. მათ შორის გიგანტს ან შესამჩნევად დიდი გაბარიტების მქონე ხალხს იშვიათად შეხვდებით.
იხილეთ მეტი
ლომი (23 ივლისი-23 აგვისტო)

ნიშნის ზოგადი დახასიათება

„ადამიანი დღესასწაული“ - ასე შემიძლია, ორი სიტყვით დავახასიათო, ადამიანები რომელთაც ბედმა, ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადება არგუნა წილად. ლომი გულით იმართება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმამადგენლებისთვის, ცხოვრებაში ყველაფერი „გულზე გადის“. მათი გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა, ენერგია და ტემპერამენტი ბევრ ადამიანზე სტიმულის მომცემად და პოზიტიურად მოქმედებს.
იხილეთ მეტი
კირჩხიბი (20 ივნისი-22 ივლისი)

ნიშნის ზოგადი დახასიათება

კირჩხიბისზოდიაქოს ნიშნით, ყველაზე ამოუცნობი, მგრძნობიარე და ინტუიტიური ადამიანები იბადებიან. კირჩხიბს მთვარე მართავს, აქედან გამომდინარე მთვარის ფაზების შესაბამისად , ამ ადამანების ხასიათიც ანალოგიური ტემპებით და სიხშირით იცვლება.
იხილეთ მეტი
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

ნიშნის ზოგადი დახასიათება

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლოს -ხელიხელჩაკიდებული მითიური ძმების კასტორის და პოლუქსის მგსავსად, გაორებულობით გამოირჩევიან. ისინი, მრავალმხრივი, ცვალებადი, მოუსვენარი, ცნობისმოყვარე და მერყევი ბუნების პიროვნებები არიან. ტიპიური ტყუპს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საკუთარი თავის ვერაფერი გაუგია, გამუდმებით აინტერესებს სხვისი ცხოვრების დეტალები.
იხილეთ მეტი
კურო (21 აპრილი -21 მაისი )


ნიშნის ზოგადი დახასიათება

ადამიანები, რომელთაც ბედმა კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადება არგუნა წილად, როგორც წესი სხვებისგან მშვიდი, გაწონასწორებული და უშფოთველი იმიჯით გამოირჩევიან. მათი ცნობა გარეგნობის მიხედვით, ადვილზე ადვილი საქმეა. კარგი აღნაგობის, ძვალმსხვილი, ხშირად ჩასუქებული.. უჩვეულოდ ლამაზი, მეტყველი თვალებით და საოცრად ნათელი, მშვიდი მზერით..

იხილეთ მეტი
დრო
40 წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
დრო
20 წთ
ულუფა
3
სირთულე
საშუალო
დრო
12 სთ
ულუფა
6
სირთულე
რთული
ასევე დაგაინტერესებთ