ვერძი (21.03 - 20.04)
ვერძი  (21.03 - 20.04)

ნიშნის ზოგადი დახასიათება

თუ თქვენ 21 მარტსა და 20 აპრილს შორის დაიბადეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთი მზის ზოდიაქოს ნიშანი არის ვერძი. ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ასევე პირველი ცეცხლის ნიშანია (ცეცხლის სტიქიის დანარჩენ ორ წარმომადგენელს ლომსა და მშვილდოსანს შორის).
პლანეტა მარსის გავლენით, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება, ვერძებს დაუშრეტელი ენერგია, გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა და უჩვეულო ოპტიმიზმი ახასიათებთ. ამ ადამიანების ხასიათში ერთმანეთს ერწყმის, ბავშვური გულწრფელობა და ბრძოლისუნარიანობა, აგრესია და გულუბრყვილობა.
ორივე სქესის ვერძები, ხმაურიანი ხასიათით, ფეთქებადობით და ენერგიულობით გამოირჩევიან. ხშირ შემთხვევაში მათ, თეთრი (ოდნავ დაჭორფლილი) კანი, ღია ფერის (ცისფერი, მწვანე, ჭროღა) თვალები და სახის გამოკვეთილი ნაკვთები აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, შავგვრემანი ადამიანიც რომ შეგხვდეთ, რომელიც ვერძის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, მისი ცნობა ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე მაინც არ გაგიჭირდებათ.
ვერძები ჩუმი, უპრეტენზიო და მოკრძალებული ადამიანების რიგს ნამდვილად არ განეკუთვნებიან. მათ საკუთარი თავის რწმენა, ოპტიმიზმი და კომუნიკაბელურობა ახასიათებთ. ვერძი დიდი მონდომებით და შემართებით აბამს ნაცნობობას, მას უყვარს ახალ-ახალი ემოციები, მათ შორის ახალი ადამიანების გაცნობაც. თუმცა, თუკი მისი დაინტერესება, პირველივე შეხვედრისას ვერ გამოიწვიეთ (ზედმეტად ჩუმი ხართ, მოკრძალებული, ან პირიქით მის ენთუზიაზმს და სითამამეს ზღუდავთ) დიდი შანსია, მომდევნო შეხვედრისას, მისთვის თავის შეხსენება მოგიხდეთ.
თუკი სადმე, რაიმე სახის პროექტის წამოწყებაა საჭირო, მწვერვალია დასპყრობი, რეკორდია მოსახსნელი, შეგიძლიათ ეს საქმიანობა ვერძს თამამად მიანდოთ. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ გარშემო მყოფთათვის საკუთარი ძალების და, რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება. მით უმეტეს, თუ ვინმეს მათ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, ვერძი სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს.
ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ ვერძი ცეცხლის ნიშანია და ამას გარდა, მას მამაკაცური ენერგიის მქონე ომის, ნგრევის და აგრესიის პლანეტა მარსი მართავს, ამიტომ ამ ხალხისთვის განურჩევლად სქესისა, ნებისმიერი სახის გამოწვევაა მისაღები და სტიმულის მომცემი.
მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა (ვერძები ხშირად ვარდებიან ექსტრემალურ სიტუაციებში, ხვდებიან ავარიაში, ვარდებიან სიმაღლიდან, ზიანდებიან ჩხუბში, რომელზეც უკან არასოდეს იხევენ), ვერძებს უნარი აქვთ, ნებისმირი კრახისა და ფიასკოს შემდეგ ღირსეულად წამოდგნენ ფეხზე და ახალი ენერგიითა და რწმენით განაგრძონ გზა ნათელი მომავლისკენ, რომლისაც მათ უპირობოდ სჯერათ.

მასალების გამოყენების პირობები
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
დიდი ფულის შოვნა და ზოგადად უზრუნველი ცხოვრება აბა მითხარით რომელ თქვენგანს არ სურს? მაგრამ იმას თუ
დიდი ხანია როგორც ასტროლოგს, არაერთგზის მიწევს ერთი შეხედვით ბანალურ თუმცა "მარადმწვანე" შეკითხვაზე პასუხის გაცემა – "რომელი ზოდიაქოს ნიშანია
ასტროლოგების აზრით, ადამიანის შესახებ, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე არამხოლოდ პროფესიული მაჩვენებლის, სახასიათო
ასტროლოგებისთვის ძირითად კვლევის ობიექტს შეადგენს წყვილების ურთიერთკავშირი და მათ შორის არსებული ხასიათების
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები. მათ შორის ტყუილის თქმისკენ მიდრეკილებაც შედის
მართალია, ჩვენს ემანსიპირებულ საუკუნეში, ქალი რომელიც ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერას წარმატებით უთავსებს ერთმანეთს გასაკვირი მოვლენა ნამდვილად აღარ
სხვა სიახლეები
დრო
40 წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
დრო
20 წთ
ულუფა
3
სირთულე
საშუალო
დრო
12 სთ
ულუფა
6
სირთულე
რთული
ასევე დაგაინტერესებთ
ნუკის ჯანმრთელობის გამო მისი მეგობრები...
პარლამენტარი თინა ბოკუჩავა რამდენიმე თვის...