თხის რქა (22 დეკემბერი-19 იანვარი)
თხის რქა (22 დეკემბერი-19 იანვარი)

ნიშნის ზოგადი დახასიათება


თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით როგორც წესი, ყველაზე პრინციპული, გასაოცარი ამტანობით გამორჩეული და უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. პლანეტა სატურნი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველად ითვლება, თავის შვილებს დისცილინირებულობას, მოვალეობის გამძაფრებულ შეგრძნებას და წესრიგის სიყვარულს ანიჭებს. ორივე სქესის თხის რქები, განსაკუთრებული მოთმინების უნარით და კარიერისტობით გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ისახავს მიზანს და როგორც კლდის მწვერვალისკენ მიმავალი ვაცი, ისეთივე მიზანსწრაფულობით მიიწევს წინ, ამ მიზნის ასახდენად. ორივე სქესის თხის რქები, ნებისმიერი საქმის კეთებისას, სიფრთხილით და დაკვირვებულობით ირჩევენ სამოქმედო გზას და საშუალებას, ამასთან ერთად, შესაშური შრომისუნარიანობა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი მახასიათებელი თვისებაა, თხის რქას ნებისმიერი სახის საქმიანობაში უქადის წარმატებას. დაბრკოლებები კი, რომელიც მათ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხვდებათ, მხოლოდ აძლიერებს ამ ადამიანების სიჯიუტეს და პრინციპულ ჩანაფიქრს იაროს წინ, მხოლოდ წინ და არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიოს უკან. თხის რქების უმრავლესობა სერიუზული, სიტყვაძუნწი და მეთოდური ადამიანია. თუკი თქვენ სადმე ლაქლაქა, მოუწესრიგებელი და არაპროგნოზირებადი თხის რქა შეგხვედრიათ, კარგად გადახედეთ მის პირად რუკას, რადგან იქ აუცილებლად აღმოაჩენთ ტყუპის ან მერწყულის დიდ გავლენას. სხვა შემთხვევაში კი ზოდიაქოს ამ ნიშნის ტიპიურ წარმოამდგენელს, სხვებისგან თავდაჭერილობით, მოწესრიგებულობით და სიდინჯით გამოარჩევთ. ორივე სქესის თხის რქები, ძალზე თავშეკავებულად გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, მით უმეტეს სახალხოდ. პლანეტა სატურნი, რომელიც ერთერთი ყველაზე ძლიერი დამსჯელი პლანეტაა, თავის მფარველობაში მყოფ ადამიანებსემოციების გამოხატვის მხრივ, საკმაოდ მკაცრი კონტროლის უნარით აჯილდოვებს. თუმცა ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის, თხის რქის ერთგულება და ზრუნვა, იმ ადამიანების მიმართ ვინც ჭეშმარიტად უყვარს განსაკუთრებით თვალშისაცემია. თხის რქას არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება, ამ ადამიანების უმრავლესობას საერთოდ არ ეხერხება ენის მოჩლექით საუბარი და ურჩევნია საკუთარი სიყვარული ვინმეს მიმართ საქციელით გამოხატოს, ვიდრე უაზრო „უწი-პუწის“ საშუალებით. გამომდინარე იქედან, რომ თხის რქა ზოდიაქოს მეათე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ კარიერაზეა პასუხისმგებელი, თხის რქების უმრავლესობისთვის ცხოვრების აზრი სამუშაო და პროფესიული განვითარებაა. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნით იბადებიან, პირადი ცხოვრების მოწყობას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა ფეხქვეშ მყარ ნიადაგს შეიქმნიან მატერიალური კუთხით. თუ ისე მოხდა,, რომ თხის რქა ნაადრევი ქორწინების მახეში გაება, იგი არც ამ შემთხვევაში შეწყვეტს საკუთარი პროფესიული ამბიციების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას. გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ბევრი თხის რქა დედა, ოსტატურად უთავსებს დიასახლისობას და სამსახურეობრივ საქმიანობას ერთმანეთს. თანაც ისე, რომ ორივე ფრონტზე იდეალური წესრიგი და დისციპლინა ჰქონდეს. თხის რქის ერთადერთი მტერი, პლანეტა სატურნის მიერ პერიოდულად გამოწვეული დეპრესიული მდგომარეობაა. როგორც წესი, თხის რქები ძალზე რთულად ეგუებიან მარცხს ნებისმიერ სფეროში, ამიტომ ოჯახურ კონფლიქტს ან პროფესიულ წარუმატებატებლობას, თხის რქის დემობილიზება და ხანგრძლივი დროით გატეხვაც კი შეუძლია. შესაბამისად გასაკვირი არაა ის ფაქტი, რატომ ეკიდებიან ეს ადამიანები სამსახურის და ცხოვრების მეგზურის შერჩევას ესოდენ დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით.




მასალების გამოყენების პირობები
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგების აზრით, ადამიანის შესახებ, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე არამხოლოდ პროფესიული მაჩვენებლის, სახასიათო
ასტროლოგებისთვის ძირითად კვლევის ობიექტს შეადგენს წყვილების ურთიერთკავშირი და მათ შორის არსებული ხასიათების
მართალია, ჩვენს ემანსიპირებულ საუკუნეში, ქალი რომელიც ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერას წარმატებით უთავსებს ერთმანეთს გასაკვირი მოვლენა ნამდვილად აღარ
დამეთანხმებით, მშობლის ტვირთი ნებისმიერი ადამიანისთვის ერთობ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი რამაა. ბავშვები ამქვეყნად
ნებისმიერი ნიჭი, როგორც ასეთი პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებელი და ნიშან-თვისებაა. თუმცა
ამბობენ, რომ ულამაზო ქალი ბუნებაში არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამ ფრაზაში არამხოლოდ ფიზიკური
სხვა სიახლეები
დრო
40 წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
დრო
20 წთ
ულუფა
3
სირთულე
საშუალო
დრო
12 სთ
ულუფა
6
სირთულე
რთული
ასევე დაგაინტერესებთ