თხის რქა ქალი
თხის რქა ქალი
დასაწყისშივე მინდა გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რომ ამ ქალის ერთი შეხედვით მშვიდი, გაწონასწორებული და ქალური იმიჯის უკან, ხშირად „რკინის ლედი“ იმალება. ამიტომ თქვენი მხრიდან მისი სიმპათიის „შტურმით“მოსაპოვებლად დაგეგმილ ქმედებებს, იგი უბრალოდ გულგრილი გამომეტყველებით შეხვდება და პრინციპულად არ დაგითმობთ პირველობის უფლებას. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ქალს გული და ემოციები საერთოდ არ გააჩნია. უბრალოდ იგი საკმარისზე მეტად ჯიუტია საიმისოდ, რომ თქვენს იმპულსურ ქმედებებს ქარაფშუტულად აჰყვეს. თანდაყოლილი სერიოზულობა და ჭკუა, რომელიც სატურნით მართულ ქალბატონებს ახასიათებთ, მათ უმრავლესობას მამაკაცებისთვის მიუწვდომელ იდეალად აქცევს. ამასთან ერთად, პლანეტა სატურნის „ჯილდო“- წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ახალგაზრდული იერი მიანიჭოს მათ გარეგნობას, ხანდაზმულ ასაკშიც კი თაყვანისმცემელთა რიცხვის მატებას უწყობს ხელს თხის რქა ქალისთვის და არა კლებას. თუმცა ქალი თხის რქა, საკმაოდ ჭკვიანი და წინდახედულია საიმისოდ, რომ საკუთარი მომხიბვლელობა მოკლევადიან და არაფრის მომცემ ურთიერთობებზე დახარჯოს. მისი იდეალი სოლიდური, ჭკუადამჯარი და რესპექტაბელური მამაკაცია. აქედან გამომდინარე, მანამ სანამ ცხოვრების გზაზე თავის იდეალს გადაეყრება, იგი პროფესიული განვითარებით და კარიერული ზრდით იქნება დაკავებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ იდეალს მისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე იდეალად უწერია დარჩენა, უღირსი ქმრის გვერდით ცხოვრებას, თხის რქა ქალს მარტოობაში ღირსეულად გატარებული წლები ურჩევნია. იგი ძალიან კარგად აცნობიერებს იმას, რომ მისი მოთხოვნების მქონე ადამიანისთვის, შესაფერისი იდეალური პარტნიორის პოვნა სკამაოდ რთული იქნება, თუმცა დათმობაზე მაინც არ მიდის და ხშირად ისეც ხდება, რომ მთელ ცხოვრებას კარიერას და სამსახურს უთმობს.

ტიპიური წარმომადგენელი - მოდელი ირინა შეიკი

Astrologia


თუმცა თუკი მან მაინც შესძლო ღირსეული მამაკაცის პოვნა, მისგან შესანიშნავი მეუღლე, დედა და დიასახლისი დგება. ქალი თხის რქა გასაოცარი ოსტატობით ახერხებს იმას, რომ პოტენციური მეორე ნახევრის ოჯახის წევრებს, ჯერ კიდევ ქორწინებამდე დაუახლოვდეს და მოაწონოს თავი. აქედან გამომდინარე, იგი იმ ქალების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც დედამთილთან შესანიშნავი ურთიერთობის გამო, ხშირად შურით უყურებენ სუსტი სქესის სხვა წარმომადგენლები. თანდაყოლოლი უნარი, პატივისცემით მოეკიდოს მასზე ასაკით უფრო
ადამიანებს, ამ ქალს აიძულებს მეუღლის მშობლებს პატივი სცეს მაშინაც კი თუ ეს უკანასკნელები, მისგან ამგვარ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. იგი ყოველთვის შეეცდება მეუღლეს გამუდმებით შეუქმნას მოტივაცია, საიმისოდ რომ ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწიოს და საამისოდ არაერთ მსხვერპლზეა წამსვლელი თავად. ქალი თხის რქა ამაყობს საკუთარი ოჯახით და შვილებით, რომლებთანაც იგი მკაცრი, მაგრამ უზომოდ სამართლიანი და მზურნველია. მისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ისინი სამომავლოდ დამოუკიდებლები, ერუდირებულები და ჩამოყალიბებული პიროვნებები გაიზარდონ. მართალია, გარდატეხის ასაკში, როცა ბავშვებს გაცილებით მეტი თავისუფლების მოთხოვნილება უჩნდებათ, თხის რქას შესაძლოა ურთიერთობა დაეძაბოს საკუთარ ნაშიერთან, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც მონახავს იგი გამოსავალს და მისთვის დამახასიათებელი სიჯიუტით და შეუპოვრობით შესძლებს ოჯახში, ჩვეული და მყდრო ატმოსფეროს აღდგენას.


მასალების გამოყენების პირობები
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგებისთვის ძირითად კვლევის ობიექტს შეადგენს წყვილების ურთიერთკავშირი და მათ შორის არსებული ხასიათების
მართალია, ჩვენს ემანსიპირებულ საუკუნეში, ქალი რომელიც ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერას წარმატებით უთავსებს ერთმანეთს გასაკვირი მოვლენა ნამდვილად აღარ
დამეთანხმებით, მშობლის ტვირთი ნებისმიერი ადამიანისთვის ერთობ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი რამაა. ბავშვები ამქვეყნად
ნებისმიერი ნიჭი, როგორც ასეთი პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებელი და ნიშან-თვისებაა. თუმცა
ამბობენ, რომ ულამაზო ქალი ბუნებაში არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამ ფრაზაში არამხოლოდ ფიზიკური
ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია ხასიათში, კონკრეტული ნეგატიური თვისებები, რომელთაგანაც ბევრი ჩვენი მზის
სხვა სიახლეები
როგორ მოვხიბლოთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - თევზები
მართალია, მამაკაცების 99% თავს ქალის ფსიქოლოგიის მცოდნე უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ,
როგორ ესმის ქალს სიყვარულის არსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ნებისმიერ ჩვენგანს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება გააჩნია ცხოვრებისა და პირადი ურთიერთობების
რა მეთოდებია საჭირო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქალის შემოსარიგებლად
მამაკაცების აზრით, ქალები ურთულესი და ხშირად აბსოლუტურად გაურკვეველი აზროვნების მქონე არსებები არიან.
როგორ მოვხიბლოთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მერწყული
მართალია, მამაკაცების 99% თავს ქალის ფსიქოლოგიის მცოდნე უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ,
როგორ მოვხიბლოთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - თხის რქა
მართალია, მამაკაცების 99% თავს ქალის ფსიქოლოგიის მცოდნე უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ,
დრო
40 წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
დრო
20 წთ
ულუფა
3
სირთულე
საშუალო
დრო
12 სთ
ულუფა
6
სირთულე
რთული
ასევე დაგაინტერესებთ
მძივებსაც მე ვათხოვებ, ულამაზესები მაქვს,...