სექსუალურად შეუთავსებელი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
სექსუალურად  შეუთავსებელი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
საიმისოდ, რომ ამა თუ იმ წყვილის სექსუალური თავსებადობის შესახებ დეტალურად ვისაუბროთ, რაღა თქმა უნდა, ინდივიდუალური რუკების გადახედვაა საჭირო. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში პიროვნების სექსუალურ პოტენციალსა და მოთხოვნილებებზე პირად კოსმოგრამაში პლანეტების განლაგება მიუთითებს. თუმცაღა არსებობს ზოდიაქოს ნიშნებს შორის ე.წ. "სექსუალურად შეუთავსებელ წყვილთა" ნუსხა, რომლის მიხედვითაც ჩამოთვლილი ნიშნის წარმომადგენლებს შორის ყველაზე ხშირად იჩენს თავს გაუგებრობა ფიზიკური სიახლოვის კუთხით.




მერწყული – თევზები

მერწყულების უმრავლესობა ბუნებით ექსპერიმენტატორი და ახალ-ახალი, უჩვეულო შეგრძნებების მოყვარულია. თუმცა, მიუხედავად თავისი ვიზუალური მომხიბვლელობისა, როგორც ქალი ისე მამაკაცი მერწყული სექსში საკმაოდ არაპროგნოზირებადი და ჭირვეული პარტნიორი შეიძლება იყოს. ამიტომ მათი გამუდმებული სწრაფვა სიახლისა და ცვლილებებისკენ, ემოციურ და მგრძნობიარე თევზს შინაგან დისკომფორტს უქმნის. თევზები ბუნებით რომანტიკოსები და სათუთები არიან, მათთვის აუცილებელია პარტნიორთან ემოციური გახსნილობა და შეჩვევა. რის საშუალებასაც, როგორც წესი, მერწყული მათ ნაკლებად აძლევს. ამიტომ ამ ორის ინტიმურ სიახლოვეს ხშირ შემთხვევაში კრახი ემუქრება.

ვერძი – კურო


ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხალხი ჯიუტი, პრინციპული და ლიდერული ხასიათით გამოირჩევა. მას მოსწონს იდუმალებით მოცული და ძნელად მოსახელთებელი პარტნიორი, რომელთანაც დროდადრო "კვამლის გამოშვების" საშუალებაც მიეცემა რაც, რაღა თქმა უნდა, ვნებიანი სასიყვარულო ღამით უნდა დასრულდეს. სტაბილურობის მოყვარულ, დინჯ კუროს კი ნაკლებად მოეწონება ვერძის ამგვარი ექსპერიმენტები. კურო მიწის ნიშანია, მისთვის დრო და კომფორტული ატმოსფეროა საჭირო, რომ პარტნიორთან ბოლომდე გაიხსნას. ვერძს კი როგორც წესი, მოკლევადიანი და მხურვალე რომანები ურჩევნია კუროსთვის მისაღებ ხანგრძლივ, სტაბილურ კავშირს. ამიტომ ამ წყვილში ღალატის კოეფიციენტი ძალზე მაღალია და მას ყოველთვის ვერძი იღებს საკუთარ თავზე.

ტყუპი – თხის რქა

ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, ცვალებადი ხასიათითა და სიახლის სიყვარულით არიან გამორჩეული. როგორც წესი ისინი გამუდმებით დაეძებენ უფრო საინტერესო, უფრო ამოუცნობ ან უფრო მხიარულ პარტნიორს. რომელთანაც მოწყენა შეუძლებელი იქნება. ამიტომ, ტიპური ტყუპი ნაკლებად შეიზღუდავს თავს ხანგრძლივი ურთიერთობით. რაც, რაღა თქმა უნდა, არანაირად არ მოეწონება დინჯ, გაწონასწორებულ და კონსერვატორულ თხის რქას. თხის რქის სექსუალური პოტენციალი ძალზე მაღალია, თუმცა მის ბოლომდე გახსნას და წარმოჩენას ჰაეროვანი და არამდგრადი ტყუპი ვერასოდეს შესძლებს. იმიტომ რომ სანამ თხის რქა "მოიქოქება", ტყუპი მოწყენილობის გასაქარვებლად ახალ ინტერესის ობიექტს მოძებნის.


Astrologia


კირჩხიბი – სასწორი


კირჩხიბების უმრავლესობა, როგორც წესი, საკუთარი ემოციების ცვალებადობაზე აგებს სექსუალურ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, კირჩხიბი ამ კუთხით მხოლოდ მაშინ იხარჯება ბოლომდე, როცა თავს პარტნიორთან დაცულად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს. იგი ნაკლებად გაიზიარებს სასწორისთვის დამახასიათებელ სოციუმის სიყვარულსა და სურვილს მუდმივად იყოს ხალხში. ამგვარი ატმოსფერო კირჩხიბს ნერვოზულ მდგომარეობამდე მიიყვანს. ამის შემდეგ კი რომელ ვნებაზე და კარგ სექსზე შეიძლება საუბარი? ამასთან ერთად, სასწორის კომუნიკაბელურობა ბუნებით მესაკუთრე კირჩხიბს მუდმივად გაუჩენს იმის განცდას, რომ პარტნიორი მის მიმართ გულგრილი და ზედაპირულია. აქედან გამომდინარე, ამ ორის კავშირი ფიზიკური თავსებადობის კუთხით ნაკლებად იქნება მომგებიანი.

ლომი – ქალწული
ლომი მეფური ხასიათით იბადება. ამიტომ იგი საწოლშიც ისეთივე მეფე უნდა იყოს, როგორც ცხოვრებაში. მას უყვარს პარტნიორის მოხიბვლა და საჩუქრებით განებივრება, თუმცა თუ აღმოაჩენს, რომ იგი მეწვრილმანე და ხარბია მისი თავმოყვარეობა საშინლად ილახება. ქალწული ბუნებამ მერკანტილური ბუნებით დააჯილდოვა. იგი ყოველთვის შედეგზეა ორიენტირებული და ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს ცივ გონებას. მაშინ როცა, ლომი ბოლომდე ეძლევა ვნებას, ქალწული მოსალოდნელ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ფიქრობს ისე რომ, ამას არც მალავს ლომთან. ეს კი ლომის მეფური თავმოყვარეობის შეურაცხოფაა. გარდა ამისა,  ქალწულის მანიაკალური მიდრეკილება ამ ქვეყნად ყველა და ყველაფერი აკრიტიკოს, ლომს საერთოდ უკარგავს ამ უკანასკნელთან ფიზიკური სიახლოვის სურვილს. ერთის ცივი გონება და მეორის ცხელი გული იშვიათადაა კარგი ინტიმური თავსებადობის გარანტია.

მორიელი – მშვილდოსანი
მორიელი საოცრად ღრმა, ემოციური და ვნებიანი ნიშანია. მისი გაგება ბევრს არ ხელეწიფება. მისი აგრესიული ნატურა მზადაა ყოველთვის იბრძოლოს ბოლომდე სასურველი მიზნის მისაღწევად. თუმცა მორიელს ბრძოლაზე მეტად ფლობა და მართვა უყვარს. იგი პირველ რიგში ერთგულებას აფასებს, რაც ნაკლებად გამოუვა მის პარტნიორ მშვილდოსანს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი თავქარიანი და არასტაბილური პარტნიორია. მას არ ესმის ხანგრძლივი, სერიოზული მიჯაჭვულობა ვინმეს მიმართ და ყოველთვის ცდილობს თავი აარიდოს პარტნიორს, რომელიც მისგან ამას ელის. გარდა ამისა, მორიელი მოთმინების უნარითა და გრძნობების ინტენსივობით გამოირჩევა; მაშინ როცა, მშვილდოსანი მალე აალდება და მალევე ქრება. ამ ორს შორის მოკლე რომანის გარდა, ნაკლებად არის მოსალოდნელი ხანგრძლივი სექსუალური თავსებადობა.


მასალების გამოყენების პირობები
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მამაკაცები არასტაბილური და არცთუ საიმედო ინდივიდები არიან. "ყველა კაცი ერთნაირია"
დიდი ხანია როგორც ასტროლოგს, არაერთგზის მიწევს ერთი შეხედვით ბანალურ თუმცა "მარადმწვანე" შეკითხვაზე პასუხის გაცემა – "რომელი ზოდიაქოს ნიშანია
ასტროლოგების აზრით, ადამიანის შესახებ, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე არამხოლოდ პროფესიული მაჩვენებლის, სახასიათო
ასტროლოგებისთვის ძირითად კვლევის ობიექტს შეადგენს წყვილების ურთიერთკავშირი და მათ შორის არსებული ხასიათების
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები. მათ შორის ტყუილის თქმისკენ მიდრეკილებაც შედის
ცნობილი გამოთქმა – "მამაკაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი უნდა იყოს" რეალობაშიც საკმაოდ აპრობირებული გახლავთ.
სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა განვითარებული ინტუიცია - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს
ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი (განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლები ლიდერობენ ამ მხრივ), ირწმუნება და სხვებსაც არწმუნებს იმაში,
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 1-7 სექტემბერი
მართალია, კალენდარული ათვლით მცხუნვარე ზაფხული უკვე მიიწურა და შემოდგომის პირველმა თვემაც კანონიერად დაიკავა
ყველაზე მომთმენი, ამტანი და სტრესგამძლე ზოდიაქოს ნიშნები
როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, სტრესის მიმართ გამძლეობა ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის მახასიათებელი თვისებაა.
საუკეთესო საჩუქარი  ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ არაერთი თქვენგანი იმტვრევს თავს იმაზე ფიქრით, თუ ამა თუ იმ მეგობარს რა სახის საჩუქარი მიართვას დაბადების დღეზე.

ფულის ყადრი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ყველაზე ძუნწი და მფლანგველი ნიშნები
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება
დრო
40 წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
დრო
20 წთ
ულუფა
3
სირთულე
საშუალო
დრო
12 სთ
ულუფა
6
სირთულე
რთული
ასევე დაგაინტერესებთ