ავტორი:

პრინცესა გამოჩნდა, ის ქმართან ერთადაა და ბედნიერია - რა პაპარაცულ ფოტოებს ავრცელებენ ბრიტანული ტაბლოიდები

პრინცესა გამოჩნდა, ის ქმართან ერთადაა და ბედნიერია - რა პაპარაცულ ფოტოებს ავრცელებენ ბრიტანული ტაბლოიდები

ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ, უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი კამერების წინ გამოჩნდა. ქეითი, ქმართან, ბრიტანეთის მომავალ მეფესთან, უილიამთან ერთად პაპარაცებმა საყიდლებზე დააფიქსირეს.

  • პრინცესა ბედნიერი ჩანდა.

ცნობისთვის, ქეით მიდლტონი 2023 წლის დეკემბრის შემდეგ არ გამოჩენილა. 2024 წლის იანვარში სამეფო ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქეითმა "მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა" და ის თავისი სამეფო მოვალეობების შესრულებას აღდგომის პერიოდში დაუბრუნდებოდა.

მიუხედავად ამისა, მედიაში და სოციალურ ქსელებში არაერთი შეთქმულების თეორია გავრცელდა ქეითი შესახებ.

ზოგი წერდა, რომ მას უილიამმა უღალატა და პრინცესა სასახლიდან გაიქცა, წერდნენ ასევე იმაზე, რომ პრინცესა აღარ იყო ცოცხალი.