ავტორი:

"საოცარია ეს სიყვარული, რასაც ვიღებ... უდიდესი ენერგია არის აქ" - UFC-ის ქართველი ჩემპიონის პირველი კომენტარი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

"საოცარია ეს სიყვარული, რასაც ვიღებ... უდიდესი ენერგია არის აქ" - UFC-ის ქართველი ჩემპიონის პირველი კომენტარი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

"სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია" - ამის შესახებ საქართველოში დაბრუნებულმა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისბს უთხრა.

"კარგად ვარ, ბაბუას გვერდით როგორ ვიქნები?! ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გახარებული, საოცარია ეს სიყვარული, რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ, მადლობელი ვარ ყველა ადამიანის ვინც მოვიდა ჩემს მხარდასაჭერად.

უდიდესი ენერგია არის აქ და მადლობის მეტი სხვა არანაირი სიტყვა არ მებადება. სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია", - აღნიშნა თოფურიამ

  • ცნობისთვის, დღეს თბილისში UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დაბრუნდა. ილიას აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა.

ილია თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, თოფურია მატჩის დაწყებამდე ჩემპიონის ქამარს წარადგენს.