ავტორი:

"შენი ჭირიმე, ბაბუ, რასაც შემპირდი ხომ შემისრულე, ხომ ასახელე საქართველო" - ბაბუს შეხვედრა UFC-ის ქართველ ჩემპიონთან და ემოციური კადრები აეროპორტიდან (ვიდეო)

"შენი ჭირიმე, ბაბუ, რასაც შემპირდი ხომ შემისრულე, ხომ ასახელე საქართველო" - ბაბუს შეხვედრა UFC-ის ქართველ ჩემპიონთან და ემოციური კადრები აეროპორტიდან (ვიდეო)

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია სამშობლოში დაბრუნდა. ილიას აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა. თოფურიას დახვდნენ ოჯახის წევრები და მათ შორის ბაბუა.

შეხვედრა, რა თქმა უნდა, ემოციური იყო.

"შენი ჭირიმე, ბაბუ, რასაც შემპირდი ხომ შემისრულე, ხომ ასახელე საქართველო", - უთხრა მას ბაბუამ

ილია თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, თოფურია მატჩის დაწყებამდე ჩემპიონის ქამარს წარადგენს.

ცნობისთვის, საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია.