ავტორი:

ხალხით გადაჭედილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და მიმდებარე ტერიტორია - ილია თოფურია სამშობლოში დაბრუნდა (ფოტო/ვიდეო)

ხალხით გადაჭედილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და მიმდებარე ტერიტორია - ილია თოფურია სამშობლოში დაბრუნდა (ფოტო/ვიდეო)

დღეს თბილისში UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დაბრუნდა. ილიას აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა.

ილია თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, თოფურია მატჩის დაწყებამდე ჩემპიონის ქამარს წარადგენს.

ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია.