ავტორი:

იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა.

სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე დახვდნენ.

დღეს, 14:50 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.

17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს სტუმრობს. შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ბოლოს 2019 იმყოფებოდა.