ავტორი:

"დაიბადა სოფია არველაძე" - თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე ბებია-ბაბუა გახდნენ: ცნობილი წყვილის ცეკვა და მხიარულება სამშობიაროსთან (ვიდეო)

"დაიბადა სოფია არველაძე" - თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე ბებია-ბაბუა გახდნენ: ცნობილი წყვილის ცეკვა და მხიარულება სამშობიაროსთან (ვიდეო)

თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე ბებია-ბაბუა გახდნენ. სოფია არველაძე თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. დიზაინერმა და ფეხბურთელმა ახალი ამპლუა კლინიკის ეზოში ცეკვით აღნიშნეს.

ვატო არველაძემ და მაკუნა ზედაშიძემ ორი წლის წინ იქორწინეს. დიზაინერის რძალი პროფესიით ფსიქოლოგია. ვატო კი ფეხბურთელების ოჯახის ერთადერთი შვილია, რომელმაც თავადაც პროფესიად ფეხბურთელობა აირჩია.

2020 წლის აგვისტოში ვატო საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა და ორწლიანი კონტრაქტი კლუბ "ფათიჰ კარაგიუმრიუკისთან" გააფორმა. თუმცა 2023 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ვატო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს.

მაკუნასა და ვატოს სიყვარულის ისტორია წლების წინ საინტერესოდ დაიწყო. მოგვიანებით ვატო არველაძე ინტერვიუში იხსენებდა: "ეს მაგარი ისტორიაა. "ფეისბუქზე" მომეწონა მისი ფოტოები, ვწერდი და ორი წელი არ მპასუხობდა, მეუბნებოდა, პატარა ხარო. რომ გავიზარდე, თვითონ გამოჩნდა და მომწერა... და გავიფიქრე, ეს გოგო შარშია-მეთქი....“ - ამბობდა ვატო.