ავტორი:

აფრიკაში კაცი ნიანგის თავდასხმისგან ცოლმა გადაარჩინა - "ქალს ხელში უზარმაზარი ხის ნაჭერი ეჭირა, რომელიც ქვეწარმავალს ექვსჯერ მაინც დაარტყა"

აფრიკაში კაცი ნიანგის თავდასხმისგან ცოლმა გადაარჩინა - "ქალს ხელში უზარმაზარი ხის ნაჭერი ეჭირა, რომელიც ქვეწარმავალს ექვსჯერ მაინც დაარტყა"

სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა კაცი თევზაობისას ლამის ნიანგმა შეჭამა. იმ დღეს, 37 წლის ენტონი ჟუბერტი თავის 12 წლის ვაჟთან და ცოლთან ერთად ტბაზე სათევზაოდ წავიდა. მამა-შვილი მშვიდად თევზაობდნენ, როდესაც ბიჭმა დახმარებისთვის მამას მიმართა. მისი თქმით, რაღაც ძალიან დიდი დაიჭირა და მარტო ვერ მოერეოდა.

ჟუბერტი ამ დროს ნახევარი მეტრით შევიდა წყალში, რათა შვილს დახმარებოდა და სწორედ ამ დროს დაესხა ნიანგი თავს.

„უცებ გადმოვარდა წყლიდან, პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა და ყბებში ჩემი ფეხები მოიქცია და გადაყლაპვას მიპირებდა.“ - იხსენებს კაცი.

ენტონი ცდილობდა ნიანგს შებრძოლებოდა, მაგრამ მისი თქმით, უმწეოდ გრძნობდა თავს. მას დღემდე უკვირს, როგორ გადაურჩა ორივე ფეხი ნიანგის კბილებს - ექიმების თქმით, ეს მართლა სასწაულია.

სწორედ მაშინ, როდესაც ჟუბერტი დანებების პირას იყო, მისი ცოლი ანალიზა ტბასთან ყვირილით მივიდა. ქალს ხელში უზარმაზარი ხის ნაჭერი ეჭირა, რომელიც ქვეწარმავალს ექვსი-შვიდჯერ მაინც დაარტყა თავში. ქალი კივილს არ წყვეტდა და მისი თქმით, დარტყმები წარმოუდგენლად ძლიერი იყო.

მოულოდნელად ნიანგმა ყბები მოუშვა და კაცი ქვეწარმავლის ყბებიდან გათავისუფლდა. ნიანგმა შოკირებული წყვილი დატოვა და წყალში შეცურა. მომხდარის შემდეგ, ქალი მანქანისკენ გაიქცა სახვევები მოიტანა, ქმარს პირველადი დახმარება აღმოუჩინა და საავადმყოფოში წაიყვანა.

მოგვიანებით ექიმებმა ჟუბერტების წყვილს აჩუქეს ნიანგის სამი კბილი, რომელიც მათ ენტონის ფეხიდან ამოიღეს.