ავტორი:

მოზარდმაყურებელთა თეატრი  ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სპექტაკლ "ჟიკჟიკობა ღამეს" წარმოგიდგენთ

მოზარდმაყურებელთა თეატრი  ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სპექტაკლ "ჟიკჟიკობა ღამეს" წარმოგიდგენთ

ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სპექტაკლის საპრემიერო დღეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 15 და 22 მარტს 20 საათზე, მცირე სცენაზე მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი გათამაშდება.

„ ჟიკჟიკობა ღამე“ , ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის დამგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ეკატერინე კატო შარიქაძეა.

პიესა ომის შემდეგ, იძულებით მიტოვებულ სოფლებზეა, ომში უსაფლავოდ დაკარგულ მიცვალებულებზე და საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციის შემდეგ დარჩენილ ტკივილზე.

პიესის მთავარი გმირები, გარდაცვლილი ბებია ოლა და პაპა ილა არიან, რომლებიც უკვე დიდი ხანია , სამაჩაბლოს ერთ-ერთი, ოკუპირებული სოფლის სასაფლაოზე წვანან. აქ , თითქმის აღარავინ დადის , აღარც სანთლებს ანთებენ , როგორც უწინ. არა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დამდეგ ღამეს, მოდიოდნენ და საკუთარ მიცვალებულებს სანთლებს უნთებდნენ. ისე აჟიკჟიკდებოდნენ სანთლები სასაფლაო ერთი დიდი ქალაქი გეგონებოდა.

სპექტაკლის რეჟისორმა გადაწყვიტა პიესაში გამოეყენებინა მიხო მოსულიშვილის ნაწარმოები „ ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“ და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომგამოვლილი ადამიანების ნამდვილი ამბები.

სპექტაკლში გამოყენებულია ქართული იავნანა, სულხან ცინცაძის „ ყელსაბამი“ და ნინო-კიკვაძე- ბარათაშვილის სიმღერა „ მეჯინიბე“.

სპექტაკლი ეძღვნება მსახიობების - მაია ჩართოლანისა და მერაბ შარიქაძის საიუბილეო თარიღს.

მონაწილეობენ: მაია ჩართოლანი, მერაბ შარიქაძე, მალხაზ შაყულაშვილი, ნინო პაპიაშვილი, ჯაბა ჯანაშია, ლილი მეტრეველი, მაია მიქელაძე.

მხატვარი- მაია სულხანიშვილი

ლოტბარი- მარია ელენე ბეჟაშვილი

ხმის რეჟისორი ლევან გვაზავა.

R