ავტორი:

ისრაელი ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებს - როგორია თავდაცვის ძალების ინფორმაცია?

ისრაელი ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებს - როგორია თავდაცვის ძალების ინფორმაცია?

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი ჯარები ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ.

„ვახორციელებთ მაღალი სიზუსტის ოპერაციას ალ-შიფას საავადმყოფოს შეზღუდულ ადგილებში“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

მისი თქმით, საავადმყოფოში მიმდინარე რეიდი ეფუძნება დაზვერვის ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს, რომ საავადმყოფოს „ჰამასის“ ტერორისტები ტერორისტული ქმედებების ჩასატარებლად და ხელშეწყობისთვის იყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს კომპლექსს ასობით პალესტინელი აფარებს თავს. სოციალური მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში პანიკაა. ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ადამიანები ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობენ.