ავტორი:

ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ რუსეთთან შეერთების საკითხზე "რეფერნდუმის" ჩატარებას განიხილავენ - რას ამბობს რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე

ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ რუსეთთან შეერთების საკითხზე "რეფერნდუმის" ჩატარებას განიხილავენ - რას ამბობს რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე

"სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება", - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა "რია ნოვოსტის“ განუცხადა.

  • "ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ "საგარეო პოლიტიკას“ ახორციელებენ.

"როცა ჩვენ რუსეთთან ერთად მივალთ ამ აზრამდე [შეერთების შესახებ], ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა იმედი გამოთქვა, რომ "რესპუბლიკა“ რუსეთს მალე შეუერთდება.