ავტორი:

"დაკარგულების" მსახიობები ადრე და ახლა - როგორ გამოიყურებიან დღეს ლეგენდარული სერიალის ვარსკვლავები

"დაკარგულების" მსახიობები ადრე და ახლა - როგორ გამოიყურებიან დღეს ლეგენდარული სერიალის ვარსკვლავები

"დაკარგულები" ამერიკული სათავგადასავლო ტელესერიალია, რომლის სიუჟეტი იდუმალებით მოცულ ტროპიკულ კუნძულზე კატასტროფაში მოხვედრილი ავიალაინერის მგზავრთა ისტორიას გვიყვება.

შოუ ეთერში 2004-2010 წლებში გადიოდა და ამ ხნის განმავლობაში მაყურებელს არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი აჩუქა. მოდით, თვალი გადავავლოთ, თუ როგორ გამოიყურებიან LOST-ის მსახიობები დღეს:

  • მეთიუ ფოქსი

მეთიუ ფოქსი სერიალში ჯეკ შეპარდის როლს ასრულებდა. "დაკარგულების" დასრულების შემდეგ იგი კიდევ რამდენიმე ფილმში გამოჩნდა, მათ შორის: Alex Cross და World War Z. 2012 წელს მსახიობი მას შემდეგ დააკავეს, როცა მანქანას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა. მოგვიანებით, იგი ავტობუსის მძღოლმა თავდასხმაში დაადანაშაულა. შედეგად, ფოქსი სამსახიობო კარიერას ჩამოშორდა, თუმცა 2022 წელს სერიალ Last Light-ში გამოჩნდა.

  • ევანჯელინ ლილი

ლილი სერიალში ქეით ოსტინის როლს ასრულებდა. სერიალის დასრულების შემდეგ მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი "ჰობიტში" იყო, სადაც ელფ ტაურიელს განასახიერებდა. 2015 წელს კი მარველის კინოსამყაროს შეუერთდა. ის მთავარ როლებს ასრულებს ფილმებში "ადამიანი-ჭიანჭველა“ (2015), "ადამიანი ჭიანჭველა და კრაზანა" (2018) და "შურისმაძიებლები: დასასრული" (2019).

  • ხორხე გარსია

შოუს დასრულების შემდეგ, გარსია გამოჩნდა რამდენიმე სატელევიზიო შოუში, მათ შორის Alcatraz, How I Met Your Mother და Hawaii Five-0. მას ასევე ჰქონდა როლი კამეო დევიდ სპეიდის Netflix-ის კომედიაში The Wrong Missy.

  • ჯოშ ჰოლოვეი

ჯოშ ჰოლოვეიმ მაყურებელს თავი ქარიზმატული სოიერის როლით დაამახსოვრა. შოუს დასრულების შემდეგ ის არაერთ ფილმში გამოჩნდა, მათ შორის გამორჩეულია Mission Impossible: Ghost Protocol, სადაც პარტნიორობას ტომ კრუზი უწევდა, ასევე Paramount Network-ის დრამა Yellowstone.

  • დომინიკ მონაგანი

"ბეჭდების მბრძანებელში" მონაწილეობის შემდეგ, დომინიკ მონაგანი ასრულებდა როკერ ჩარლი პეისის როლს Lost- ში. შოუს დასრულების შემდეგ მონაწილეობა კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღო. ამჟამად კი საკუთარი გადაცემის, Wild Things with Dominic Monaghan-ის წამყვანია.

  • ნავინ ენდრიუსი

ნავინ ენდრიუსმა ითამაშა ყოფილი ერაყელი ჯარისკაცის, საიდ ჯარაჰის როლი. სერიალის დასრულების შემდეგ, მონაწილეობა მიიღო სერიალებში: Sense8, Instinct , The Dropout და The Cleaning Lady-ში.

  • იან სომერჰალდერი

2009 წლის ივნისში იენი დაამტკიცეს მთავარი როლზე the cw-ის სერიალში, ვამპირის დღიურები, სადაც ის დეიმონ სალვატორის როლს ასრულებდა.