ავტორი:

რუსეთის ნოტის მიუხედავად - აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

რუსეთის ნოტის მიუხედავად - აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ტელეგრამის“ არხი RESPUBLICA ავრცელებს.

"ჩვენი ინფორმაციით, ასლან ბჟანიას პირადი ინიციატივით, აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოში ბიჭვინთის აგარაკების შესახებ ადრე მიღებული კანონის, რომელიც მესამე პირებზე გადაცემას ზღუდავს, გაუქმების მცდელობა იყო. ასლან ბჟანიას სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ, თავმჯდომარის გარდა, ხმა მის წინააღმდეგ მისცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება სხვადასხვა ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და შენობების მესამე პირებისთვის გადაცემას კრძალავს.