ავტორი:

"მეუბნება, ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო... ვუთხარი, თოფურიამ ისეთი გაუკეთა ესპანეთს, აქეთ გეკუთვნის გადახდა-თქო" - რას წერს ქართველი ქალი ბანდერასთან შეხვედრის შესახებ

"მეუბნება, ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო... ვუთხარი, თოფურიამ ისეთი გაუკეთა ესპანეთს, აქეთ გეკუთვნის გადახდა-თქო" - რას წერს ქართველი ქალი ბანდერასთან შეხვედრის შესახებ

"მოგზაურთა კლუბის" ფეისბუქის გვერდზე ქართველი ქალბატონი თამარ წიკლაური საკუთარ ისტორიას წერს, თუ როგორ შეხვდა ცნობილ მსახიობს ანტონიო ბანდერასს და მასთან გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

მისი თქმით, მსოფლიო ვარსკვლავს მალაგაში შეხვდა.

"მოკლედ ესე იყო: ვარ მალაგაში და აეროპორტში წასვლამდე 8 საათით ადრე მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ქალაქში ბოდიალი, გავუარეთ ერთ-ერთი რესტორნის ეგრეთ წოდებულ ტერასას და ჩემი მეუღლე მშვიდად მეუბნება: ნახე, ეს ის არ არის? მე-ვინ კაცო? მეუღლე - ის.

შევხედე და ვერ ვიცანი. ბანდერასი კაცო, მეუბნება. რას მომითმენდა გული, მივედი და ვეუბნები. გამარჯობა, არ ვარ ესპანელი, დღეს მივფრინავ და იმიტომ მივეცი თავს უფლება, რომ გამოგელაპარაკეთ. (სადილობას აპირებდნენ) ქართველი ვარ და შეიძლება სურათი გადავიღო თქვენთან?

გაიღიმა და მეუბნება: ოოოო ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო, დაუკითხავად მივუჯექი და ვუთხარი: ჩემო კარგო, თოფურიამ ისეთი რამ გაუკეთა ესპანეთს, აქეთ გეკუთვნის გადახდა, რომ ქართველთან სურათს იღებ... აააააა მართალი ხარო და ესეც სურათი" - წერს თამარ წიკლაური.