ავტორი:

ახალი აღმოჩენა ოკეანის სიღრმეებში - მეცნიერებმა წყლის ბინადართა 100 ახალი სახეობა აღმოაჩინეს: რას ამბობენ ექსპედიციის მონაწილეები?

ახალი აღმოჩენა ოკეანის სიღრმეებში - მეცნიერებმა წყლის ბინადართა 100 ახალი სახეობა აღმოაჩინეს: რას ამბობენ ექსპედიციის მონაწილეები?

მეცნიერებმა ოკეანეში მცხოვრები არსებების 100 პოტენციურად ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მათ შორის ერთ-ერთი ვარსკვლავისებური ამოუცნობი არსებაცაა, რომლის პოვნაც ექსპედიციაში მონაწილე მკვლევარებს განსაკუთრებით ახარებს.

ექსპედიციის გუნდმა ახალი ზელანდიის სანაპიროსგან მოშორებით მდებარე ნაკლებად შესწავლილ ნაწილზე, 800 კილომეტრის სიგრძის "ბაუნტი ტრაფზე" გაამახვილეს ყურადღება. მათ სამკვირიანი წყალქვეშა მოგზაურობა თებერვალში დაიწყეს. ამ დროის განმავლობაში ჯგუფმა დაახლოებით 4800 მეტრის სიღრმეში 1800-მდე ნიმუში შეაგროვა და აღმოაჩინა თევზების, კალმარების, მოლუსკების და მარჯნის სახეობები, რომლებიც, მათი აზრით, აქამდე მეცნიერებს არ უნახავთ.

"ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ეს უშველებელი ტერიტორიაა, რომელზეც, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით. ეს ძალიან ამაღელვებელი ექსპედიცია იყო",- თქვა დოქტორმა დანიელ მურმა, ექსპედიციის მეცნიერების მენეჯერმა.

მომდევნო კვირების განმავლობაში მეცნიერთა გუნდი დაახარისხებს და აღწერს თავიანთ აღმოჩენებს, რათა საბოლოოდ დაადასტურონ, არიან თუ არა ეს არსებები ნამდვილად ახალი სახეობები.

გველთევზას ეს (სავარაუდოდ) ახალი სახეობა ოკეანის ზედაპირიდან 2700 მეტრის სიღრმეზე იპოვეს

ექსპედიციის მონაწილეები საგონებელში ერთმა აღმოჩენამ ჩააგდო, რომელიც თავდაპირველად ზღვის ვარსკვლავი ეგონათ. "ის ჯერ კიდევ საიდუმლოებითაა მოცული. ვერც ერთი არსების ოჯახს ვერ მივაკუთვნეთ, ასე რომ მისი შესწავლა ნამდვილად საინტერესო იქნება",- განაცხადა მურმა.

  • ოკეანე დღემდე უმეტესწილად შეუსწავლელი რჩება. ოფიციალური ინფორმაციით, მასში მცხოვრები 2.2 მილიონი სახეობიდან, მეცნიერების მიერ მხოლოდ 240 000 იქნა შესწავლილი.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა