ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა“ ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად გაიყიდება - გადავიკითხოთ კლასიკური ლიტერატურა

ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა“ ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად გაიყიდება - გადავიკითხოთ კლასიკური ლიტერატურა

„პალიტრა L-ი“ აგრძელებს ქართული ლიტერატურის საგანძურის ახალი ტირაჟებით გამოცემას. ახალი სერია #გადავიკითხოთ სწორედ კლასიკური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშების კიდევ უფრო გავრცელებასა და ახალი თაობის დაინტერესებას ემსახურება.

სერია გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით. თითოეული წიგნი გაფორმებულია საკვანძო სიუჟეტების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციებით. წიგნები მაგარყდიანია, სუპერითა და ცარცირებული გვერდებით.

სერიის მეშვიდე ტომი უკვე არაერთხელ წაკითხული, კლასიკად ქცეული წიგნი - ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბაა“, რომლისთვისაც წინასიტყვაობა ვალერი ოთხოზორიამ დაწერა. წიგნის სპეციალური ფასი მიმდინარე კვირის განმავლობაში 15 ლარი იქნება და ხელმისაწვდომია როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში.

ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ რევოლუციური ეპოქის პერიოდში არსებული ვითარებისა და ბოლშევიკების ქმედებების ამსახველი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. ავტორი ნაწარმოებს 1918 წლის რუსეთის სამოქალაქო ომის აღწერით იწყებს. შემდეგ მკითხველს უამბობს, რა მდგომარეობაში იყო საქართველო ამ პერიოდში, როგორ ცხოვრობდნენ რიგითი მოქალაქეები, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ბოლშევიკებს მათ მიმართ...

ამ პერიოდში საქართველო ღარიბი ქვეყანა იყო, რომელსაც შესაბამისი მთავრობაც მართავდა. მძიმე მდგომარეობაში იყვნენ სოხუმელებიც, რაც ლეო ქიაჩელმა შესანიშნავად აღწერა. ორი ადამიანი, რომელიც სამშობლოს პატრიოტად რჩებოდა და პატიოსნებას ინარჩუნებდა, უჯუშ ემხა და ჰაკი აძბა იყვნენ. წიგნი სიუჟეტი სწორედ აღნიშნული პერსონაჟების გარშემო ვითარდება.

„ჰაკი აძბა“ მე-20 საუკუნის ქართული პროზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია, ქვეყანაზე რუსული გავლენებისა და ნამდვილი პატრიოტების შესახებ.

R